понедельник, 6 декабря 2010 г.


შალვა(ლათინური) "მტკიცესი", "ურყევისა", "მედგარისა" (იგლისხმება: შვილი). მისი შემოკლებული ფორმებია: კოტე, კოსტა, კოწია, კოწო. ამათგანაა გვარები: კოტეტიშვილი, კოსტავა.

пятница, 15 октября 2010 г.

შალვა







წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი (+1227)
17 (30) ივნისი
შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,
ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო,
მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.
უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.